Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი წლის პირველ დღეს კორონავირუსი 342 პირს დაუდასტურდა, 42 - გარდაიცვალა


ახალი წლის პირველ დღეს, პირველ იანვარს, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი საქართველოში 342 პირს დაუდასტურდა, 42 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 288 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 449 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 839 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, მათ შორის მძიმე პაციენტია 912 პირი, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 300.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 228 752 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 981-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 217 973.

ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 42 ადამიანით გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 572-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG