Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID 19-ით ინფიცირებული 265 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატს საჭიროებს


COVID 19-ით ინფიცირებული 265 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, მათგან თბილისში - 174, აჭარაში - 11, იმერეთში - 30. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

ამ ეტაპზე COVID 19-ით სულ ინფიცირებულია 10 592 პაციენტი. მათგან 3 867 -მკურნალობს სტაციონარში., ხოლო 754 ადამიანი იმყოფება კოვიდ-სასტუმროებში, მათ შორის: 213 - თბილისში, 466 - აჭარაში, 24 - იმერეთში. საკუთარ სახლში მკურნალობს 5 971 ინფიცირებული.

ამ ეტაპისთვის საკარანტინო სივრცეებში განთავსებულია 512 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 190, აჭარაში - 40, ხოლო იმერეთში - 24.

6 ოქტომბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 21 406 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება სულ 22 518 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 113 პირი, აჭარაში - 1 884, იმერეთში - 2 358.

XS
SM
MD
LG