შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულადაა ჩამქრალი. სამუშაოებში მონაწილეობას იღებდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
სამსახური აცხადებს, რომ 4 იანვრიდან დღემდე სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში დაფიქსირდა 300-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის კერა. ყველა მათგანი ლიკვიდირებულია. კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან.