Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიკვლეულია ინდონეზიის, ზღვაში ჩავარდნილი, სამგზავრო თვითმფრინავის შავი ყუთები


ინდონეზიის ხელისუფლება იტყობინება, რომ 10 იანვარს Sriwijaya Air-ის, ზღვაში ჩავარდნილი, თვითმფრინავის საბორტო ჩამწერის - შავი ყუთების ადგილსამყოფელს მიაკვლიეს.

კალიმანტანში მიმავალი თვითმფრინავი, ბოინგი 737-500, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა, 9 იანვარს, ჯაკარტის აეროპორტში აფრენიდან რამდენიმე წუთში გაქრა რადარებიდან. ინდონეზიის სამხედროების თანახმად, თვითმფრინავის ნაწილებს მიაგნეს იავას ზღვაში, 25 მეტრის სიღრმეზე.

სამხედრო მეთაურმა, ჰაჯი ტაჯანტომ იმედი გამოთქვა, რომ ყუთებს მალე ამოიღებენ. ისინი გამოძიებას დაეხმარება იმის დადგენაში, თუ რამ გამოიწვია ჩამოვარდნა თვითმფრინავისა, რომელიც აფრენიდან ერთ წუთში, 3500 მეტრზე ყოფნისას უცბად დაეშვა და ზღვაში ჩავარდა.

ეს კატასტროფა პირველია 2018 წლის ინციდენტის შემდეგ, როცა ჩამოვარდა ინდონეზიის Lion Air-ის ბოინგი, ბორტზე 189 ადამიანით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG