ყაზახეთის მმართველი, „ნურ ოტანის“ პარტია, ჩანს, იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში სეროზული წინააღმდეგობის გარშე და დედაქალაქის ჩათვლით სამ ქალაქში აქტივისტების დაპატიმრების ფონზე.
ყაზახეთის ავტორიტარი ყოფილი მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევის, პარტია - 1999 წლის შემდეგ მმართველი პოლიტიკური ძალა, 10 იანვრის არჩევნებში, ადგილობრივი სოციოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, ხმების 72 პროცენტს აგროვებს.
სხვა ორმა პარტიამაც გადალახა შვიდპროცენტიანი ზღუდე, რომელიც პარლამენტის ქვედა პალატაში მოსახვედრადა საჭირო.
საერთაშორისო მიმომხილველები აცხადებენ, რომ ყაზახეთის არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი, რომ მოხდა კენჭისყრის გაყალბება, ოპოზიციური კანდიდატებს დევნა და პრესის თავისუფლების შეზღუდვა.
ოპოზიციამ 10 იანვრის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და განაცხადა, რომ არაფერი შეცვლილა მას მერე, რაც უკვე ორი წელიწადია ნაზარბაევი თვითონ აღარ ასრულებს აქტიურ როლს.
რამდენიმე აქტივისტის დაკავების შემდეგ კენჭისყრის წინა დღეს პოლიციას არჩევნების დღესაც აგრძელებდა ზეწოლას, დააკავეს ათეულობით პირი მთელ ქვეყანაში. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არისტანგანი ზაპაროვმა განაცხადა, რომ ყველა დაკავებული განთავისუფლებულია ბრალდების წაყენების გარეშე. რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის თანახმად, ზაპაროვმა არ გასცა პასუხი შეკითხვას, თუ რამდენი პირი იყო სულ დაკავებული.
დაწერეთ კომენტარი