Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ საქართველოს სახელწოდება ოფიციალურად დააკანონა


ლიეტუვამ დააკანონა ოფიციალურ დოკუმენტებში საქართველოს სახელწოდებად Sakartvelo-ს გამოყენება.

„ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო“, - უთხრა სააგენტო BNS-ს ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა.

გასული წლის 21 დეკემბერს, კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფოთა სახელდების დოკუმენტიდან ამოიღეს სიტყვა Gruzija, მის ნაცვლად კი ჩაიწერა Sakartvelo.

„კომისიის მიერ 2 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა ქვეყნისთვის მეორე არაოფიციალური სახელწოდების - საქართველოს შემოღებას. საჭირო გახდა გარდამავალი პერიოდი, რათა საზოგადოების მხრიდან ამ სახელის მიღების მზაობა შეგვეფასებინა. ნათელია, რომ ის ძალიან ადვილად დამკვიდრდა საზოგადოებაში. მე 20 წელს ვპროგნოზირებდი და ის კი 2 წელში დამკვიდრდა. ეს ნამდვილად მოულოდნელობა იყო“, - უთხრა ანტანაიტისმა BNS-ს.

„ამდენად, გადავწყვიტეთ, დავასრულოთ პროცესი და საქართველო ხდება ოფიციალური და სრული სახელწოდება“, - მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება „საქმეს გაუადვილებს უწყებებს, რომელთაც აქამდე "Gruzija (Sakartvelo)"-ს წერა უწევდათ“.

ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა 2018 წლის 24 მაისიდან დამკვიდრდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ეს საპასუხო, მეგობრული ჟესტი იყო. 2018 წლის 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება საქართველო გახდა. მანამდე ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ უწოდებდნენ. ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად.

XS
SM
MD
LG