Accessibility links

site logo site logo

დეპუტატი მაია მენაღარიშვილი: ვერ წარმოიდგენთ, როგორი ტექსტის აღქმა აქვს [ივანიშვილს], შეიძლება, გაოცდეთ 


მაია მენაღარიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ტექსტების მომზადების სამსახურის უფროსი 2012 - 2020 წლებში მაია მენაღარიშვილი, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების" დეპუტატია, ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად წერს საჯაროდ მისი სახელით გამოქვეყნებულ წერილებს.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი ტექსტის აღქმა აქვს [ბიძინა ივანიშვილს], შეიძლება, გაოცდეთ. თვითონ წერს, თვითონ არის მთავარი ორგანიზატორი ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა, მერე სარედაქციო ცვლილებები შედის", - უთხრა „ტვ პირველს" მაია მენაღარიშვილმა. მისი ინფორმაციით, წერილების მომზადებაში ივანიშვილის ცოლიც არის ჩართული.

შეკითხვაზე, ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა? მენაღარიშვილი პასუხობს: „ალბათ. იმიტომ, რომ ისიც ძალიან განათლებული და წერა-კითხვის კარგი მცოდნეა".

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც მედიაზე, ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ მიღწევებზე საუბრობს.

საქართველოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში შექმნა. იმავე წლის ოქტომბრის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ხელისუფლებაში მოვიდა.

2012-2013 წლებში ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2013 ნოემბერში განაცხადა, რომ პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში მიდიოდა. ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შესახებ მუდმივი განცხადებების ფონზე, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა 2018 წელს და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG