Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანატოლი ბიბილოვი მზად არის რუსული ვაქცინით აიცრას


ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა თქვა, რომ მზადაა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინით აიცრას.

„აცრას არავინ არავის დააძალებს, თუმცა მათ, ვისაც აცრა უნდა, ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. მე პირადად მინდა, რომ ჩავიტარო ვაქცინაცია და ჩემნაირი ბევრია, ვინც მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია აუცილებელია კორონავირუსისგან თავის დასაცავად", - აღნიშნა ბიბილოვმა საკოორდინაციო ოპერატიული შტაბის შეხვედრაზე.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურეები კორონავირუსზე უკვე აცრეს. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის თანახმად, სულ 200-მდე რიგითი და ოფიცერი აიცრა. „ანტივირუსულ აცრას, ბაზის ყველა კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობენ, მათ შორის, ოფიცრებს, კონტრაქტორებსა და სავალდებულო წესით გაწვეულებს. კორონავირუსიზე აცრა ტარდება ნებაყოფლობით, სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის წერილობითი თანხმობის საფუძველზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სულ სამხრეთის სამხედრო ოლქის 60 ათასი სამხედრო მოსამსახურის აცრაა დაგეგმილი, რუსული წარმოების ვაქცინით. რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინა ჯერ არ გადასცემია ოკუპირებული აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებს. რუსული წარმოების ვაქცინას, ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის ნაწილი არ ენდობა, რადგან ამ ვაქციენებს საერთაშორისო ლიცენზია არ გააჩნიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG