Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უსინდისობა" და "პარლამენტში შესვლის მიზეზი" - როგორ პასუხობს ოპოზიცია ელისაშვილს რურუაზე განცხადების გამო


ოპოზიციური პარტიები, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს გიორგი რურუაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებენ. მათი თქმით, რურუას პატიმრობაში დატოვება არა ოპოზიციიის, არამედ, "ქართული ოცნებისა" და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა.

"ბატონ ელისაშვილს ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა, ყველა ღონეს ხმარობს და იგონებს, რაღაცნაირად სხვებიც შეიყოლოს. ეტყობა, მარტო შესვლა ეუხერხულება", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

"ბინძურ თამაშსა" და "უსინდისობას" უწოდებენ ელისაშვილს განცხადებას "ევროპულ საქართველოში".

"ეს არის აბსოლუტურად ბინძური თამაში და ყველამ კარგად ვიცით, რის გამო იმყოფება გიორგი რურუა, ისევე, როგორც სხვა პოლიტპატიმრები ციხეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" დამსახურება. შესაბამისად, ამის გადაბრალება არის უსინდისობა", - ამბობს ლევან თარხნიშვილი.

ელისაშვილმა გუშინ, 14 იანვარს თქვა, რომ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი შესრულდა, რაც შეეხება პატიმრობაში რურუას დარჩენას, ის ამბობდა: "ერთადერთი გიორგი რურუა დატოვეს და იქაც, არ მინდა რაღაცებზე ლაპარაკი, მაგრამ ოპოზიციასაც ჰქონდა რაღაცები მიქარული, სიმართლე გითხრათ, და თავის თავში ჩაიხედონ". ოპოზიცია ამ დრომდე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება არ შეასრულა.

გასული წლის 30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

XS
SM
MD
LG