Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ნავალნის თვითმფრინავმა გეზი სხვა აეროპორტისკენ აიღო


რუსეთის მესვეურებმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტი დახურეს შემოსული რეისებისთვის, ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ აეროპორტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავი უნდა დაფრენილიყო ბერლინიდან. იუწყებიან, რომ მისმა თვითმფრინავმა გეზი სხვა აეროპორტისკენ, შესაძლოა შერემეტიევოსკენ აიღო.

ვნუკოვოს აეროპორტში აკავებენ ნავალნის დასახვედრად მისულ პირებს. დაკავებულებს შორის არიან ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის თანამშრომლები, ლიუბოვ სობოლი და რუსლან შავედინოვი, ასევე კოლონიიდან ახლახან გათავისუფლებული, ყოფილი პოლიტპატიმარი კონსტანტინ კოტოვი. ამ პირების დაკავების საფუძველი გაურკვეველია.

რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ბერლინი 17 იანვარს დატოვა და მოსკოვში გაფრინდა, მიუხედავად რუსეთის მესვეურების განცხადებისა, რომ მისი დაპატიმრება და ციხეში პოტენციურად რამდენიმე წლით ჩასმა სურთ. ნავალნი გერმანიაში რამდენიმე თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG