სააგენტო როიტერსის ცნობით, აშშ-ის სამართალდამცველები იძიებენ ინფორმაციას, რომ ქალი, რომელმაც 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე განხორციელებული იერიშის დროს იქიდან წაიღო სპიკერ ნენსი პელოსის კომპიუტერი ან მისი მყარი დისკი, ცდილობდა ეს მოწყობილობა რუსეთის დაზვერვისთვის მიეყიდა. როიტერსის თქმით, ამას მოწმობს სასამართლოში შეტანილი საჩივარი აჩვენებს.
კვირას გავრცელებული ჩვენების ამ დეტალზე FBI-ის აგენტმა ისაუბრა, ჩვენება ნაწილია პენსილვანიელი ქალის, რაილი ჯუნ უილიამსის წინააღმდეგ აღძრული საქმისა - რომ ის უკანონოდ შეიჭრა კაპიტოლიუმის შენობაში და ხალხი პელოსის ოფისისკენ წაიყვანა.
კაპიტოლიუმის ოფისებიდან ელექტრონული მოწყობილობების მოპარვა მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანს ქმნის, მას შემდეგ, რაც შენობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა მიიტანეს იერიში.
აშშ-ის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა, მაიკლ შერვინმა იერიშის შემდეგ თქვა, რომ მოპარვის აქტების ნაწილმა პოტენციურად საფრთხე შეუქმნა ეროვნულ უსაფრთხოებას.
ვაშინგტონში შეტანილი სასამართლო სარჩელის ტანახმად, FBI-ის ინფორმაცია მიაწოდა პირმა, რომელიც, მათი თქმით, თავს უილიამსის ყოფილ რომანტიკულ პარტნიორად ახასიათებდა.
ამ პირის თქმით, უილიამსი "გეგმავდა კომპიუტერის მოწყობილობის გაგზავნას რუსეთში მყოფ ამხანაგთან, რომელიც შემდეგ აპირებდა ეს მოწყობილობა მიეყიდა რუსეთის დაზვერვის სამსახურისთვის".
ამავე პირის ცნობით, კომპიუტერის მოწყობილობის რუსეთში გაგზავნა უცნობი მიზეზებით არ მოხერხდა და ის ან კვლავ უილიამსის მფლობელობაშია, ან მან ის უკვე გაანადგურა. გამოძიება გრძელდება.
უილიამსი ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა კომენტარისთვის.
FBI აცხადებს, რომ უილიამსმა დატოვა პენსილვანიაში, ჰარისბურგში მდებარე სახლი, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა, დეაქტივაცია გაუკეთა ტელეფონის ნომერს და წაშალა სოციალური მედიის ანგარიშები.
სააგენტო როიტერსს კომენტარის თხოვნაზე მყისიერად არ უპასუხა პელოსის პრესმდივანმა, დრიუ ჰემილმა - რომელიც კაპიტოლიუმზე განხორციელებული იერიშიდან ორ დღეში ამბობდა, რომ პელოსის ოფისიდან მოიპარეს კომპიუტერი, რომელსაც პრეზენტაციებისთვის იყენებდნენ.
დაწერეთ კომენტარი