Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზამ დაადასტურა ჟურნალისტ შერემეტზე თავდასხმის შესახებ ჩანაწერში ბელარუსის კაგებეს ყოფილი უფროსის ხმის ნამდვილობა


ბელარუსის უშიშროების კომიტეტის უფროსი, ვადიმ ზაიცევი
ბელარუსის უშიშროების კომიტეტის უფროსი, ვადიმ ზაიცევი

დამუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ იანვრის დასაწყისში გამოცემა Euobserver-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერში, რომელშიც ჟურნალისტ პაველ შერემეტისა და სხვა პოლიტიკური ემიგრანტების პოლიტიკურ მკვლელობის სამზადისზეა საუბარი, ნამდვილად ისმის ბელარუსის კაგებეს ყოფილი უფროსის ხმა.
დამოუკიდებელი ექსპერტიზა „ამერიკის ხმისა“ და რადიო თავისუფლების ერთობლივი რუსულენოვანი პროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ დაკვეთით ჩატარდა.
4 იანვარს გაავრცელდა საინტერნეტო გამოცემა EUobserver-მა გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომლის თანახმად, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ჯერ კიდევ 8 წლის წინ გეგმავდა საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტების, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, მკვლელობას.
ჩანაწერი გამოცემის ჟურნალისტებს გადასცა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ რაზმ „ალმაზის“ მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა იგორ მაკარმა.
მის მიერ Euobserver-ის ჟურნალისტებისთვის გადაცემულ 24-წუთიანი აუდიოჩანაწერში, რომელიც 2012 წლის აპრილშია გაკეთებული, სავარაუდოდ, უნდა ისმოდეს ბელარუსის მაშინდელი უშიშროების კომიტეტის უფროსის, ვადიმ ზაიცევისა, და სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ წარმომადგენელთა ხმები.
მაგრამ დენვერში მდებარე კოლორადოს უნივერსიტეტის ექსპერტმა ვერ შეძლო დაედგინა ხმების ბიომეტრიული პროფილი, ჩანაწერზე შემონახულ ხმების ცუდი ხარისხის გამო. მოგვიანებით „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ თხოვნით ხმის ექსპერტიზაზე დათანხმდა სანკტ-პეტერბურგის ლაბორატორია.
ექსპერტებმა ზაიცევის სავარაუდო ხმა შეადარეს რედაქციის ხელთ არსებული მისი საუბრის ხუთ აუთენტურ ჩანაწერს და დაადგინეს, რომ ხმები ეკუთვნის ერთსა და იმავე პირს.
ბელარუსის კაგებეს ყოფილი უფროსი, ზაიცევი, ამჟამად სათავეში უდგას კომპანია Cosmos TV-ს, რომელიც ტელევიზიებსა და ინტერნეტკომპანიებს უწევს მომსახურებას.
აუდიოჩანაწერში, რომელიც ფარული მოწყობილობით არის გაკეთებული 2012 წლის აპრილში, ზაიცევი თავის ოფისში, მინსკში, ინსტრუქტაჟს უნდა უტარებდეს ბელარუსის კაგებეს ელიტურ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფ „ალფას“ თანამშრომლებს.
ჩანაწერის მიხედვით, განიხილება ასევე ჟურნალისტ პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. ბელარუსი მინისტრი იძლევა დავალებას, რომ ააფეთქონ იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და, თანაც, საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG