Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოავლინეს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 6122 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 469 შემთხვევა.

18 იანვართან შედარებით, 19 იანვარს გაკეთდა 11 ათასით ნაკლები ტესტი, რაც სავარაუდოდ, უკავშირდება ნათლისღების უქმე დღეს. შემცირებულმა ტესტირებამ წინა დღეზე 1081-ით ნაკლები შემთხვევა გამოავლინა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1792-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 249 934 შემთხვევა. მათგან 236 922 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 2987 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 იანვრისთვის საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი 1.2%-ია, ხოლო გამოჯანმრთელების 94%.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა იანვარში:

1 იანვარი - ახალი შემთხვევა 990 (ტესტი 8016). გარდაცვლილი 23;

2 იანვარი - ახალი შემთხვევა 342 (ტესტი 3288). გარდაცვლილი 44;

3 იანვარი - ახალი შემთხვევა 417 (ტესტი 2795). გარდაცვლილი 31;

4 იანვარი - ახალი შემთხვევა 594 (ტესტი 3845). გარდაცვლილი 25;

5 იანვარი - ახალი შემთხვევა 2316 (ტესტი 14511). გარდაცვლილი 18;

6 იანვარი - ახალი შემთხვევა 1800 (ტესტი 14839). გარდაცვლილი 20;

7 იანვარი - ახალი შემთხვევა 1612 (ტესტი 15492). გარდაცვლილი 28;

8 იანვარი - ახალი შემთხვევა 537 (ტესტი 5265). გარდაცვლილი 34;

9 იანვარი - ახალი შემთხვევა 2058 (ტესტი 18149). გარდაცვლილი 22;

10 იანვარი - ახალი შეთხვევა 1143 (ტესტი 11155). გარდაცვლილი 23;

11 იანვარი - ახალი შემთხვევა 551 (ტესტი 7898). გარდაცვლილი 23;

12 იანვარი - ახალი შემთხვევა 1857 (ტესტი 17795). გარდაცვლილი 24;

13 იანვარი - ახალი შემთხვევა 1618 (ტესტი 19438). გარდაცვლილი 26;

14 იანვარი - ახალი შემთხვევა 1357 (ტესტი 15891). გარდაცვლილი 21;

15 იანვარი - ახალი შემთხვევა 1177 (ტესტი 15205). გარდაცვლილი 26;

16 იანვარი - ახალი შემთხვევა 1236 (ტესტი 15152). გარდაცვლილი 23;

17 იანვარი - ახალი შემთხვევა 780 (ტესტი 9083). გარდაცვლილი 17;

18 იანვარი - ახალი შემთხვევა 110 (ტესტი 4964). გარდაცვლილი 25;

19 იანვარი - ახალი შემთხვევა 1550 (ტესტი 17398). გარდაცვლილი 15;

20 იანვარი - ახალი შემთხვევა 469 (ტესტი 6122). გარდაცვლილი 14.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG