Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრისთვის დაკავებული გაათავისუფლა და გირაოს ითხოვს


გაათავისუფლეს ირაკლი ფანგანი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრისთვის დააკავეს. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოზე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გირაო იქნება დროებითი ღონისძიება, რომელიც საქმეზე განაჩენის დადგომამდე იმოქმედებს.

"​საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა... აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ი.ჩ.-ს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ი.ჩ.-ს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ი.ფ.-მ თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ი.ჩ.-ს დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი ფანგანს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტით წარუდგინა. ამ მუხლით გასამართლებული პირი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ინციდენტი 23 იანვარს, ბათუმში, ევროპის მოედანზე მოხდა. როგორც "ალტერნატივის" წევრები აცხადებენ, ამ ფორმით აჭარის უმაღლეს საბჭოში ირაკლი ჩავლეიშვილის შესვლა გააპროტესტეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უკან გაჰყვნენ შეძახილებით „მონა, წადი... მონა...“. ისინი ჩავლეიშვილს ეუბნებოდნენ, რომ არა აქვს საპროტესტო აქციაზე ყოფნის მორალური უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG