Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა იქნება დაშვებული


მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ილაპარაკა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებით, Covid - 19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის დაშვებული იქნება მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინის შემოტანა.

„პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელდება. შესაბამისად, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, რომლის მიხედვითაც კოვიდ-19 საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისთვის ან მკურნალობისთვის შესაძლებელია შემოტანილი იქნეს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა. ამასთანავე, აცრების გვერდითი მოვლენების ან გართულებების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

21 იანვარს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, საზოგადოებას Covid - 19-ის ვაქცინაციის გეგმა გააცნო. პრეზენტაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სახელმწიფო გამართა. მას ვაქცინაციის დაწყების კონკრეტულ თარიღებზე არ უსაუბრია.

პრეზენტაციის მიხედვით, დასახული მიზნის მისაღწევად 2021 წელს ქვეყანას დაჭირდება დაახლოებით 3,979,300 დოზა (იმუნიზაციისთვის დადგენილი დანაკარგების გათვალისწინებით).

იმიუნიზაციისთვის მინიმუმ 64,3 მლნ ლარია გათვალისწინებული, მაქსიმუმ კი 158,2 მლნ ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG