Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში 160-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დაადასტურა. მისივე ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული კიდევ ერთი პაციენტი.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 11 216 შემთხვევა, მათგან 8992 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 160 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.

მესამე კვირაა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი. მას COVID-19 დეკემბრის ბოლოს დაუდასტურდა. ანქვაბი რუსეთში 8 იანვარს გადაიყვანეს. 17 იანვრის შემდეგ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. დე ფაქტო მთავრობის პრესსამსახურის მიერ 25 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრ ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკით.

XS
SM
MD
LG