Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატში კენჭს უყრიან სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დამტკიცებას


ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი

26 იანვარს აშშ-ის სენატში გაიმართება კენჭისყრა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ენტონი ბლინკენის დასამტკიცებლად.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა კენჭისყრა დანიშნა მას შემდეგ, რაც სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა ბლინკენის დამტკიცებას დაუჭირა მხარი 15 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

მოსალოდნელია, რომ ბლინკენს ორივე პარტიის მხრიდან დიდი მხარდაჭერით დაამტკიცებენ.

ბევრი კანონმდებელი, მათ შორის ზოგი რესპუბლიკელი, სენატს მოწოდებს, სწრაფად იმოქმედოს, რათა შესაძლებელი გახდეს მუშაობის დაწყება მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე.

როგორც დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდესმა დაწერა ტვიტერში, სენატმა ის სწრაფად უნდა დაამტკიცოს და დასძინა, რომ „არავინაა უფრო კვალიფიცირებული მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი ურთიერთობების გამოსასწორებლად“.

ბლინკენის ამოცანა იქნება, განაახლოს აშშ-ის დიპლომატია და გლობალური კავშირები მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ოთხწლიანი პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ აღინიშნებოდა საერთაშორისო დაწესებულებების უგულებელყოფით და როგორც მოკავშირეებთან, ისე კონკურენტებთან შეტაკებებით.

ბლინკენის უპირველეს პრიორიტეტებს შორის იქნება ირანთან მზარდი დაძაბულობის დეესკალაცია, მოკავშირეებთან გაფუჭებული კავშირების აღდგენა და ჩინეთთან სულ უფრო მეტი გაუარესების გზაზე მდგარი ურთიერთობების მართვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG