Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნესტი ინტერნეშენალი: ბელარუსი არ იძიებს წამების შესახებ ცნობებს


ბელარუსის ხელისუფლება არ იძიებს წამების შესახებ ცნობებს, რომლებსაც ავრცელებენ ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაკავებული პირები, - იუწყება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია, ამნესტი ინტერნეშენალი, 27 იანვარს გავრცელებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ისჯებიან მსხვერპლნი და არა დამნაშავეები. ორგანიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სამართლიანობის დამყარებისკენ გადადგას ნაბიჯები, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ.

ამნესტი ინტერნეშენალის აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის პროგრამის დირექტორი, მარი სტრაზერსი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია რამდენჯერმე გამოვიდა დამნაშავეთა დასჯის მოწოდებით: "მაგრამ იმედი მცირეა იმ სისტემასთან მიმართებით, რომელიც არა მხოლოდ პოლიციას იცავს ანონიმურობით, არამედ წაახალისებს ზეწოლას და სხვა ტიპის ძალადობას მსხვერპლთა და მოწმეთა მიმართ".

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქმე არ აღძრულა 900-ზე მეტ საჩივარზე, რომლებიც ეხება სამართალდამცავთა მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ბელარუსის ხელისუფლება აღიარებს საჩივრების მიღებას მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღა მოჰყვა აგვისტოში ჩატარებულ საპრეზიდენტი არჩევნებს, რომელშიც ლუკაშენკა თავს გამარჯვებულად აცხადებს.

გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა დემონსტრანტების წინააღმდეგ და მათ სდებს ბრალს მასობრივ არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციელთა მიმართ ძალადობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG