Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსს ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა, ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემის მცდელობისთვის


აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკოსს 11 წელზე მეტი დროით მიუსაჯეს პატიმრობა, გატაცებისა და ეროვნული უშიშროების მასალების მოპარვისთვის, მათი რუსეთისთვის მიყიდვის მიზნით.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 25 იანვრით დათარიღებულ განცხადებაში წერს, რომ ელიზაბეთ შირლის მიესაჯა "97 თვით პატიმრობა, ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების უკანონოდ შენახვის გამო, და 36 თვით პატიმრობა მშობლის მიერ საერთაშორისო გატაცების გამო". განცხადების თანახმად, 47 წლის ქალი ბრალდებებს აღიარებს.

"შირლი მუშაობდა პოზიციაზე, რომელიც ითვალისწინებდა ნდობის უმაღლეს ხარისხს", - ამბობს პროკურორი ბილ პაუელი და დასძენს: "როცა ეს დანაშაულები ჩაიდინა, მან არა მხოლოდ ეს ნდობა დაარღვია, არამედ საფრთხე შეუქმნა თავის დამქირავებლებს და მეზობლებს".

განცხადების თანახმად, 2019 წლის ივლისში ქალმა თავისი 6 წლის ქალიშვილი მექსიკაში წაიყვანა და აპირებდა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან დაკავშირებას, რათა ეთხოვა ისეთ ქვეყანაში გადაყვანა, რომელიც არ განახორციელებდა მის აშშ-ში ექსტრადიციას. შირლის 1994 წლიდან, სხვადასხვა პერიოდში ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტებზე.

XS
SM
MD
LG