Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის საქმეთა რწმუნებულს, სმადარ ზემახ-რაზაბის, რაბი ბენ ციონ ისრაელაშვილს, რაბი აჰარონ მდინარაძესა და ისრაელში საქართველოს ელჩს, ლაშა ჟვანიას შეხვდა.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრეზიდენტმა გაიხსენა ჰოლოკოსტის უდიდეს ტრაგედიას შეწირული მილიონობით მსხვერპლი და მათი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სტუმრებთან ერთად სანთელი დაანთო.

27 იანვარს აღინიშნება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG