პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ უარყო ბრიტანული წარმოშობის პირის გამამართლებელი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო სარჩელი. აჰმედ ომარ საიდ შეიხი გაასამართლეს Wall Street Journal-ის რეპორტიორის, დენიელ პერლის მკვლელობის გამო 2002 წელს. სამ წევრიანმა კოლეგიის ორმა წევრმა გაამართლა შეიხი და გასცა განკარგულება, გაათავისუფლონ ის.
შეიხი ლონდონის ეკონომიკის სკოლის სტუდენტი იყო, როცა 2002 წელს დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯა ანტიტერორისტულმა სასამართლომ, ხოლო სხვა ორ ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა განუსაზღვრეს და ბრალდებულად ცნეს პერლის გატაცების და მოკვლის გამო. მთავარი ეჭვმიტანილის, მეჰმუდ შეიხის ადვოკატმა და პროვინციის გენერალურმა პროკურორმა განაცხადეს, რომ სასამართლომ დაადგინა სამივე პირის განთავისუფლება.
განცხადებაში, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოაქვეყნა, პერლის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდებს „მართლმსაჯულების პაროდიას“.
შარშან აპრილში დაბალი ინსტანციის სასამართლომ გაამართლა 47 წლის შეიხი მკვლელობაში და მას ნაკლებად მკაცრი განაჩენი დაუტოვა მხოლოდ ადამიანი გატაცებისთვის, გააუქმა სასიკვდილო განაჩენი და მოითხოვა მისი განთავისუფლება თითქმის ოცწლიანი პატიმრობის შემდეგ, რასაც ვაშინგტონმა „ტერორიზმის მსხვერპლის შეურაცხყოფა„ უწოდა.
38 წლის პერლი The Wall Street Journal-ის სამხრეთაზიური განყოფილების უფროსი იყო, როცა 2002 წლის იანვარში გაიტაცეს ყარაჩიში, როცა ის ისლამისტების ისტორიას იძიებდა. პერლისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეო აშშ-ის საელჩოს გატაცებიდან ერთ თვეში გადასცეს.