Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო და ისრაელი ოფიციალურ კავშირს დაამყარებენ, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით


მელიზა ჰარადინაი-სტუბლა, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მელიზა ჰარადინაი-სტუბლა, კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი

კოსოვო და ისრაელი 1 თებერვალს ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლითაც დაამყარებენ ოფიციალურ დიპლომატიურ კავშირს, რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას ურთიერთაღიარების შესახებ.

შეთანხმების ფარგლებში, კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, საელჩოს გახსნის იერუსალიმში. კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მელიზა ჰარადინაი-სტუბლა და მისი ისრაელელი კოლეგა, გაბი აშკენაზი ხელშეკრულებას ხელს ვირტუალურად მოაწერენ, კორონავირუსის პანდემიის გამო.

სექტემბერში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოსოვოს და მისი მეტოქე სერბეთის ლიდერები თეთრ სახლში გამართულ სამიტზე შეკრიბა იმ მიზნით, რომ წინ წაწეულიყო სამუშაო ამ ორ ბალკანელ მეზობელს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის მიზნით. თუმცა სამიტი დიდწილად გადაფარა თეთრი სახლის განცხადებამ, რომ კოსოვო დათანხმდა ისრაელის აღიარებას. იმ შეხვედრაზე ბელგრადმაც განაცხადა თანხმობა ისრაელში მისი საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე, თუმცა ეს ნაბიჯი მას ჯერჯერობით არ გადაუდგამს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG