Accessibility links

site logo site logo

"ქართულმა ოცნებამ" დღეს უნდა გადაწყვიტოს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების საკითხი


„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა დღეს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რომელსაც კენჭი უნდა ეყაროს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს, 12:00 საათზე იხსნება. ორი საათით ადრე უმრავლესობის წარმომადგენლები პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეიკრიბებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფებამოსილებს შეწყვეტის საკითხი მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ განიხილა 1 თებერვალს, საღამოს გამართულ სხდომაზე, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თანახმად, საბჭო თავის მოსაზრებას უმრავლესობას წარუდგენს და საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება.

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ:

  1. თეონა აქუბარდია;
  2. არმაზ ახვლედიანი;
  3. დავით ბაქრაძე;
  4. ლევან ბეჟაშვილი;
  5. თინათინ ბოკუჩავა;
  6. გიორგი ბოტკოველი;
  7. გიორგი გოდაბრელიძე;
  8. რომან გოცირიძე;
  9. ხატია დეკანოიძე;
  10. ლევან ვარშალომიძე;
  11. გიორგი ვაშაძე;
  12. გრიგოლ ვაშაძე;
  13. აბდულა ისმაილოვი;
  14. მანუჩარ კვირკველია;
  15. ვახტანგ კიკაბიძე;
  16. დავით კირკიტაძე;
  17. თამარ კორძაია;
  18. ნონა მამულაშვილი;
  19. პაატა მანჯგალაძე;
  20. ნიკა მაჭუტაძე;
  21. ნიკა მელია;
  22. აკაკი მინაშვილი;
  23. შალვა ნათელაშვილი;
  24. ტარიელ ნაკაიძე;
  25. კობა ნაყოფია;
  26. ანა ნაცვლიშვილი;
  27. რამაზ ნიკოლაიშვილი;
  28. კახაბერ ოქრიაშვილი;
  29. სალომე სამადაშვილი;
  30. ხათუნა სამნიძე;
  31. გუბაზ სანიკიძე;
  32. სულხან სიბაშვილი;
  33. ზაალ უდუმაშვილი;
  34. დავით უსუფაშვილი;
  35. ბაჩუკი ქარდავა;
  36. შალვა შავგულიძე;
  37. თამარ ჩარკვიანი;
  38. ცეზარ ჩოჩელი;
  39. ნატო ჩხეიძე;
  40. როსტომ ჩხეიძე;
  41. ანა წითლიძე;
  42. დევი ჭანკოტაძე;
  43. ლევან ხაბეიშვილი;
  44. დილარ ხაბულიანი;
  45. მამუკა ხაზარაძე;
  46. დავით ხაჯიშვილი;
  47. ეკატერინე ხერხეულიძე;
  48. ელენე ხოშტარია;
  49. თემურ ჯანაშია;
  50. ბადრი ჯაფარიძე;
  51. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, მეათე მოწვევის პარლამენტში 150 მანდატიდან 60 მოიპოვა, საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

იანვრის დასაწყისში საკუთარი განცხადებების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს. სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ მანდატზე უარი არ თქვა. ინაშვილის, ლომიას და თევდორაძის ნაცვლად პარლამენტში შესვლას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის წევრები: დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია. დღეს ისინი ავთანდილ ენუქიძესთან ერთად პარლამენტში წარმოადგენენ ახალ გაერთიანებას „ევროპელი სოციალისტები“. მათი განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერენ.

უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებიდან“ არჩეულ დეპუტატებს, ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს. დღეს ისინი პირველად დაესწრებიან პარლამენტის სხდომას. "მოქალაქეების" ლიდერებმა პარლამენტში საქმიანობის გადაწყვეტილება 29 იანვარს მიიღეს საარჩევნო რეფორმაზე "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმების შემდეგ. ელისაშვილი და იოსელიანი მხარს არ დაუჭერენ 51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.

უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. 1 თებერვალს ამ პარტიამ "ქართულ ოცნებას" სთხოვა, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ, პროცესის გაჭიანურებას ფარსად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG