Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ტომ მური, ბრიტანელების ეროვნული გმირი, რომელიც COVID-19-ით იყო დაავადებული


გარდაიცვალა ბრიტანეთის ეროვნული გმირი, მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანი, კაპიტანი ტომ მური, რომელიც 1 თებერვალს COVID-19-ის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

100 წლის მურის გარდაცვალების ცნობა მისმა ოჯახმა 2 თებერვალს გაავრცელა.
ბრიტანული მედიის მიერ „კაპიტან ტომად“ წოდებულ ვეტერანს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდა და სუნთქვის გართულების გამო, 31 იანვარს საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

ტომ მური ბრიტანელების ეროვნულ გმირად იქცა მას შემდეგ, რაც 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ჯანდაცვის სისტემისთვის შეაგროვა თითქმის 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

ბრიტანეთის ეროვნული გმირის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვეს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG