Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელიამ იაგო ხვიჩიას "იარაღი" აჩუქა


"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას სათამაშო იარაღი აჩუქა. ისინი ერთმანეთს "TV პირველის" ეთერში შეხვდნენ.

"ხელცარიელი არ მოვსულვარ. საჩუქარი მოვუტანე იაგოს", - თქვა მელიამ და "იარაღი" მისცა ხვიჩიას.

თითქმის ერთი კვირის წინ იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ სატელეფონო საუბრის დროს მოეჩვენა, რომ ნიკა მელია დაემუქრა. სწორედ ამიტომ, ის აცხადებდა, რომ აპირებს პარლამენტის წევრისთვის მინიჭებული იარაღის ტარების უფლებით ისარგებლოს.

XS
SM
MD
LG