Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა


აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმყოფებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეგნანმა და მახარობლიშვილმა განიხილეს აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გეგმები, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრებისა და კომუნიკაციის დღის წესრიგი და სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის წერილი, რომელშიც საუბარია სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების ხედვებზე.

ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ერთი კვირის წინ, 26 იანვარს დაიკავა. ცოტა ხნით ადრე, სენატში მოსმენისას ბლინკენმა განაცხადა, რომ კვლავაც ემხრობა ნატოს გაფართოებას და მის რიგებში საქართველოს მიღებას.

აშშ-ის ახალ სახელმწიფო მდივანს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ოფიციალური სატელეფონო საუბარი ჯერჯერობით არ შემდგარა.

ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანს ერთი კვირაა კორონავირუსული ინფექცია აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG