Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა აქციის 7 მონაწილე


ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა აქციის 7 მონაწილე, რომლებმაც 6 თებერვალს, ღამით კომენდანტის საათი დაარღვიეს.

21:00 საათის შემდეგ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ აქტივისტებმა ბათუმის ქუჩებში გააპროტესტეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები.

აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მათგან 7 პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ დღეს ცნო.

ბრალდებულების დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თავად ბრალდებულები კი არ აპირებენ ჯარიმის გადახდას. ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ხმაური სასამართლოს შენობასთან, ქუჩაში გაგრძელდა. გუშინდელი აქციის მონაწილეები პოლიციელებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

XS
SM
MD
LG