Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში რუსეთის გვარდიის წევრებმა სოფლის ყოფილი თავკაცი პირდაპირ პოლიციის შენობაში ჩაცხრილეს


დაღესტანში დააკავეს რუსეთის გვარდიის ორი თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ადგილობრივი 34 წლის მცხოვრების მკვლელობაში. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, სოფელ ნოვოყულის ყოფილი ხელმძღვანელი, აბაკარ ყაფლანოვი, წინა დღით მახაჩყალის პოლიციის ერთ-ერთი რაიონული ქვეგანყოფილების კაბინეტში ჩაცხრილეს. გამოძიების ცნობით, ყოფილი მოხელე „ადრე წარმოქმნილი უთანხმოების“ გამო მოკლეს. ადგილობრივი მედიის თანხმად, კონფლიქტი შესაძლოა მიწის საკითხზე წამოჭრილ დავას უკავშირდებოდეს. აბაკარ ყაფლანოვი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა, ტყუპმა ძმებმა, ყურბანოვებმა მოკლეს. ამტკიცებენ, რომ მათ მოკლულს დაახლოებით 30 ტყვია დაახალეს.

ყაფლანოვის მკვლელობის შემდეგ მახაჩყალის სოვეტსკოეს რაიონში 300-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. ადგილზე მივიდა დაღესტნის პოლციის სამმართველოს ხელმძღვანელი, მაგომედ აბდურაშიდოვი, რათა დაეწყნარებინა აღელვებული ადამიანები.

რუსეთში ეროვნული გვარდია 2016 წელს შეიქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედროების ბაზაზე, ის არ არის შეიარაღებული ძალების ნაწილი და ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე - როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის. არმიის გენერალი ზოლოტოვი უშიშროების საბჭოს წევრია და მას ვლადიმირ პუტინის ერთგულ პირად განიხილავენ.

XS
SM
MD
LG