Accessibility links

site logo site logo

დღეიდან ამუშავდა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი


დღეიდან, 8 თებერვლიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა და ის სრული მასშტაბით ამოქმედდა. ამუშავდნენ, როგორც ავტობუსები, ისე მიკროავტობუსები და მეტრო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს სამუშაო დღეებში 21 საათამდე მოემსახურება. ტრანსპორტზე შეზღუდვა შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩაუტარდებათ. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კომპანიის ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა, პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია არ დაძრავ ავტობუსი. მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან არც მეტროსადგურებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 28 ნოემბრის შემდეგ იყო გაჩერებული. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ ტაქსით ან პირადი ავტომობილებით შეეძლოთ. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG