Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 100-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე ნაკლები თბილისიდანაა. ქვეყანაში 6 593 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი 3,09 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით ინფიცირებულთა რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 86,
  • აჭარა - 11,
  • იმერეთი - 32,
  • ქვემო ქართლი - 16,
  • შიდა ქართლი - 13,
  • გურია - 18,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14,
  • კახეთი - 8,
  • მცხეთა-მთიანეთი - 3,
  • სამცხე-ჯავახეთი - 3,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი, გამოჯანმრთელდა - 736.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 262 228 შემთხვევა. მათგან 254 350 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 298 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG