ბათუმში, ხანძრის ქრობის დროს, სახანძრო კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იგი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, თუმცა მეხანძრე-მაშველის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
მომხდარის გარემოებების შესახებ რადიო თავისუფლება შსს-ს დაუკავშირდა და მისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება.