Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 200-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევიდან 200-ზე ნაკლები თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 24 359 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,08 პროცენტია.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 191,
  • აჭარა - 19,
  • იმერეთი - 108,
  • ქვემო ქართლი - 26,
  • შიდა ქართლი - 40,
  • გურია - 20,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 46,
  • კახეთი - 40,
  • მცხეთა-მთიანეთი - 5,
  • სამცხე-ჯავახეთი - 9,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 15 პაციენტი. ამავე პერიოდში 660-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 264 665 შემთხვევა. მათგან 256 684 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 336 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG