Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" თავმჯდომარეობას ტოვებს


დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" თავმჯდოამრეობას ტოვებს. ის აცხადებს, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატად თავის თავს აღარ დააყენებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისა და პარტიის განახლების მოტივით მიიღო.

"მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და გზას ვუთმობ ახალგაზრდებს... მე არ მიმაჩნია სწორი ზოგი ლიდერის წასვლა და ზოგის დარჩენა. მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლაგმანიდან. ჩემი შესვლა პარლამენტში არ განიხილება", - თქვა ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ თქვა, მის მსგავსად პარტიულ თანამდებობას ტოვებს გიგი უგულავაც, თუმცა მესამე ლიდერი, გიგა ბოკერია - რჩება.

"მე კი არ მივდივარ, ვადა გასდის ჩემს თანამდებობას და აღარ დავაყენებ", - თქვა უგულავამ.

დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე მისი შექმნის დღიდან არის. პარტია 2016 წელს ჩატარებული არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფის შემდეგ შეიქმნა.

XS
SM
MD
LG