Accessibility links

site logo site logo

საიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სუსტდება პარლამენტის როლი


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ საქმეში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოსარჩელის ინტერესებს საია-ც იცავდა. როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ადამიანისათვის სახლში დარჩენის ვალდებულების დაკისრება იყო ისეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ პარლამენტს უნდა მიეღო. ამის ნაცვლად, ამ საკითხის დარეგულირების უფლებამოსილება პარლამენტმა მთავრობას მიანდო.

საია აცხადებს, რომ ვერ დაეთანხმება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მართალია, საზოგადოებას აქვს ინტერესი კომენდანტის საათის მიმართ, თუმცა ეს გარემოება ვერ აქცევს კომენდანტის საათს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხად. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომენდანტის საათი გავლენას ახდენს საქართველოში მყოფ მილიონობით ადამიანებზე, რომლებსაც არა აქვთ ე.წ. „საშვები.“ მისი განცხადებით, უფრო ლეგიტიმური იქნებოდა, თუკი ამ ღონისძიებაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული საკანონმდებლო და არა აღმასრულებელი ორგანო.

საიას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ასუსტებს საქართველოს პარლამენტის როლსაც მთავრობის კონტროლის და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG