Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეპისკოპოსი იაკობი: ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?!


ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოში მოქმედ პოლიტიკური პარტიებთან დაკავშირებით. 15 თებერვალს მედიასთან მან თქვა, რომ მსოფლიოში ბევრ პოლიტიკოსს იცნობს, ხოლო „ამათ პოლიტიკოსობისას ვერაფერს ვერ ვატყობ. თუნდაც ოპოზიციას“.

„ვთქვათ, გინდათ მოსვლა. მოგიშვებთ ხელისუფლებაში?! ჩვენ გარეშე რას გააკეთებთ?! ავტორიტეტი აქვს რომელიმე [პარტიას]?!“ - ამბობს ეპისკოპოსი და განაგრძობს: „ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს, რა გგონიათ, მარტო ამ ძალებს დავტოვებთ?! ჩვენ დავუჭერთ რომელიმე ძალას მხარს“.

იაკობიშვილის მტკიცებით, თუ ეკლესიის წარმომადგენლები კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდაჭერაზე ჩამოყალიბდებიან, „მეორე ძალა - ახლა რომ არიან მთავარი ოპოზიცია - აღარ იქნება ის მთავარი ოპოზიცია“.

მისივე მტკიცებით, დღეს მოქმედ არც ერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი იაკობი პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. ეკლესიის როლსა და მესამე ძალის შექმნაზე ისაუბრა მან იანვრის ბოლოს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგების გამო, ოპოზიციის დიდი ნაწილი უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე. მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის არაერთი შეხვედრისა და მოლაპარაკებების მიუხედავად, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა ვერ ხერხდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG