Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდი დაშავდა წყნეთში, სადაც დიდთოვლობამ ავტობუსის მოსაცდელი წააქცია


წყნეთი
წყნეთი

არასრულწლოვანი დაშავდა წყნეთში, სადაც დიდთოვლობამ ავტობუსის გაჩერებაზე მოქალაქეთა მოსაცდელი წააქცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

14:00 საათისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა საქართველოს მასშტაბით მიიღო 140 შეტყობინება სხვადასხვა სახის დახმარებისთვის. უმეტესობა ეხებოდა თოვლში ჩარჩენილ ავტომანქანებს და მოტეხილ ხის ტოტებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანდა 26 ავტომობილი და ელექტროსადენები.

უამინდობის გამო სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმით მუშაობს.

XS
SM
MD
LG