Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ ბერლინსა და მის გარშემო რეიდები მოაწყო ჩეჩნებსა და არაბებს შორის შეტაკებების შემდეგ


გამომძიებელი მუშაობისას დრეზდენის სასახლესთან, "მწვანე თაღის" საგანძურის გაძარცვის შემდეგ, 2019 წლის 25 ნოემბერი
გამომძიებელი მუშაობისას დრეზდენის სასახლესთან, "მწვანე თაღის" საგანძურის გაძარცვის შემდეგ, 2019 წლის 25 ნოემბერი

პოლიციამ რეიდები მოაწყო გერმანიის დედაქალაქსა და მის გარშემო ორგანიზებული დანაშაულის დევნის ჩარჩოებში მას მერე, რაც არაერთი შეტაკება მოხდა არაბული და ჩეჩნური წარმოშობის პირებს შორის გასული წლის ბოლოს.

ბერლინის პოლიცია 18 თებერვალს ტვიტერით იუწყებოდა, რომ დილით ადრე მოწყობილ ოპერაციაში საგანებო სამაშველო სამსახურების და სპეცდანიშნულების ნაწილების რამდენიმე ასეული თანამშრომელი მონაწილეობდა.

ოპერაციის ფონია „დაპირისპირება არაბული და ჩეჩნური წარმოშობის პირებს შორის 2020 წლის ნოემბერში და გამოძიება, რომელსაც ატარებს ბერლინის გენერალური პროკურატურა იარაღით და ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობის საქმეში, ასევე საგადასახადო ინსპექციის გამოძიება“, აცხადებს პოლიცია.

ჟურნალი შპიგელი იტყობინება, რომ რედების დროს დააკავეს ორი პირი, „რემოს“ კლანის წევრები. კლანი რამდენიმე ასულ პირს ითვლის და მიიჩნევა ორგანიზებულ დამნაშავეობრივ გაერთიანებად. კლანი, რომელიც ძირითადად შედგება არაბული სამიგრაციო წარსულის მქონე პირებისგან, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ნოემბერში, როცა მისი სამი წევრი დააკავეს დრეზდენის სახელგანთქმული „მწვანე თაღის“ თამამ გაძარცვასთან კავშირში, როცა მილიარდი დოლარის ოდენობის საგანძური იქნა მოპარული. სხვათა შორის, ქურდებმა რამდენიმე წუთში გატანეს მე-18 საუკუნის სამკაულის ფასდაუდებელი კოლექცია. მოპარული ნივთები მუზეუმს ჯერ არ დაბრუნებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG