Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოში თელ-ავივის გრან სლემი საქართველოს ჰიმნით დასრულდა


 გელა ზაალიშვილი
გელა ზაალიშვილი

საქართველოს მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრებმა თელ-ავივის გრან სლემის ბოლო - მესამე დღეს, სამი წონითი კატეგორიიდან ორში ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჰიმნი ლაშა ბექაურის გამარჯვების შემდეგ აჟღერდა. ტურნირის ბოლო შეხვედრა კი მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილისა და რუსი ტამერლან ბაშაევის დაპირისპირება იყო და სამდღიანი შეჯიბრება საქართველოს ჰიმნით სწორედ ზაალიშვილმა დააგვირგვინა.

დღესვე, გრან სლემზე კიდევ ოთხი ქართველი ძიუდოისტი გავიდა ტატამზე და მათგან სამი საპრიზო სამეულშიც მოხვდა. ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ონისე სანებლიძე (100 კგ) კი მეხუთე ადგილს დასჯერდა.

საქართველოს ნაკრები ისრაელის გრან სლემზე სულ თექვსმეტი ძიუდოისტით ჩავიდა და შინ რვა მედლით ბრუნდება. თემურ ნოზაძემ (66 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდნენ.

საერთო გუნდურ ჩათვლაში, ქართული დელეგაცია სამოც ქვეყანას შორის მხოლოდ საფრანგეთს ჩამორჩა.

XS
SM
MD
LG