საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევიდან თითქმის მესამედი თბილისზე მოდის. ქვეყანაში 5 275 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი კი 2,79 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 64,
- აჭარა - 11,
- იმერეთი - 28,
- ქვემო ქართლი - 1,
- შიდა ქართლი - 16,
- გურია - 10,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 12,
- კახეთი - 4,
- მცხეთა-მთიანეთი - 1,
- სამცხე-ჯავახეთი - 0,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. ამავე პერიოდში 607-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 268 502 შემთხვევა. მათგან 262 244 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3447 ადამიანი.