Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ღარიბაშვილი: ვარდების რევოლუციამ უიმედო ეკონომიკა ბოლომდე გააპარტახა


საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში, "ქართული ოცნების" ფრაქციის სხდომაზე საკუთარ ეკონომიკურ ხედვებზე საუბრობს. მისი თქმით, პანდემიის პირობებში საკმარისი აღარ არის წინა ხელისუფლებასთან შედარება, თუმცა მან თავის გამოსვლაში "ნაციონალურ მოძრაობაზე" მაინც ილაპარაკა.

"მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 100 დღის განმავლობაში დეტალურ ხედვასა და ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმას წარადგენს.

ბოლო 26 წლის განმავლობაში, 1994 წლის შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ვარდნა შარშან, 2020 წელს (კორონავირუსის პანდემიის დროს) დაფიქსირდა. ამ დონის ვარდნა ქვეყნის ეკონომიკას 2009 წელსაც არ ჰქონია, "აგვისტოს ომისა" და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეკონომიკის ზრდა 5 პროცენტზე მაღალი არასდროს ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი ძირითადად 5,79 პროცენტს აღემატებოდა, გამონაკლისი იყო 2008 წელი, როცა ომი მოხდა (2,4%) და მომდევნო წელი.

წინა ხელისუფლების დროს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა 2007 წელს იყო (12,58%), "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს კი 2019 წელს (4,98%).

დღეს ღარიბაშვილის მთავრობას პარლამენტი კენჭს უყრის. პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 6 დეპუტატია შესული, მათ შორის არიან "მოქალაქეების" ორი წარმომადგენელი და "პატრიოტთა ალიანსის" სიით შესული 4 დეპუტატი, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის დაწყების შემდეგ ახალი პარტია - "ევროპელი სოციალისტები" შექმნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG