Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაყურებლისთვის თეატრები 1 აპრილიდან გაიხსნება


შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის თანახმად, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცნო საზოგადოებას, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან.

ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) - 1 აპრილიდან.

მუზეუმები და ბიბლიოთეკები საქმიანობას განაახლებენ 1 მარტიდან.

კინოთეატრებისა და თეატრების გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა.

გასული წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების თანახმად, იგეგმებოდა, რომ კინოთეატრები ფუნქციონირებას 2020 წლის 15 სექტემბრიდან, ხოლო თეატრები - 1-ლი ოქტომბრიდან განაახლებდნენ. გასული წლის 9 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა 1 თვით გადაიდო. 2020 წლის წლის 2 ნოემბრიდან კი თეატრების გახსნის თარიღი გაურკვეველი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG