Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია ČSA ყველა თანამშრომლის დათხოვნას აპირებს


მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანია „ჩეხეთის ავიახაზები“ (ČSA) ყველა თანამშრომლის დათხოვნას აპირებს. ეს შეიძლება ნიშნავდეს ფრენის შეწყვეტას და ბიზნესის გაჩერებას. ავიაგადამზიდი 1923 წელს დაარსდა.

თანამშრომელთა შემცირების თაობაზე გაზეთი Hospodářské noviny იტყობინება ავიაეკიპაჟების პროფკავშირებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ჯგუფმა SmartWings-მა, რომელიც ფლობს ČSA-ს, ჩეხეთის მთავრობას მიმართა 1,1 ჩეხური კრონის (51,5 მლნ დოლარი) ფინანსური დახმარების თხოვნით. მანამდე კომპანია ამ თანხის დაახლოებით ნახევარს ითხოვდა პანდემიის პირობებში საგანგებო ვითარების შემოღების შემდეგ რეისების გაუქმების კომპენსაციისთვის.

ჩეხეთის ტრანსპორტისა და მრეწველობის მინისტრმა კარელ ჰავლიჩეკმა განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს ავიაკომპანიისთვის დახმარების აღმოჩენას. ამჟამად ČSA არსებობის ხანგრძლივობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. მასზე უფრო ძველი კომპანიებია ნიდერლანდის KLM, კოლუმბიის Avianca, ავსტრალიის Qantas-ი და რუსეთის Aeroflot-ი.

2020 წელს მსოფლიოში ავიაგადაზიდვების მოცულობა 60%-ით შემცირდა პანდემიის გამო, იტყობინება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. შარშან მგზავრთა საერთო რაოდენობამ 1,8 მილიარდი შეადგინა. 2019 წელს ეს რიცხვი 4,5 მილიარდს შეადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG