Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პატივს მიაგებენ საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთ


100 წელი შესრულდა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან, რომელიც 70 წელს გაგრძელდა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია. საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა.

დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება.

საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა 2010 წლის 21 ივლისს მიღებული დადგენილებით.

XS
SM
MD
LG