Accessibility links

site logo site logo

ლევან იოსელიანი: ჩვენი ამოცანა, რისთვისაც შემოვედით პარლამენტში შევასრულეთ ძალიან კარგად


პარტია "მოქალაქეების" ლიდერი და პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში ისტორიული დღეა, რადგან მმართველ პარტიასთან ერთად შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო პროცესებს უფრო გამჭვირვალესა და სანდოს გახდის. ამის შესახებ იოსელიანმა "ქართული ოცნების" ლიდერთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენი ამოცანა, რისთვისაც შემოვედით პარლამენტში, პრაქტიკულად შევასრულეთ და შევასრულეთ ძალიან კარგად - ეს ცვლილებები, როცა არ უნდა ჩატარდეს, თვითმმართველობის არჩევნები იქნება თუ ვადამდელი, როცა არ უნდა ჩატარდეს, ეს საარჩევნო დღე იქნება ბევრად უფრო გამჭვირვალე, ბევრად უფრო გასაგები და ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე აქამდე ყოფილა", - განაცხადა იოსელიანმა.

მისი თქმით, ამ პროექტის ფარგლებში დაინერგება:

  • ხმის ელექტრონულად თვლა;
  • რეგისტრაცია თითის ანაბეჭდებით;
  • უბნების 10 პროცენტი ხელმეორედ გადათვლა მაქსიმუმ 6 დღეში.

პარტია "მოქალაქეები" სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით პარლამენტში მუშაობს. სწორედ საარჩევნო საკითხებზე შეთანხმება გახდა ის გადამწყვეტი საკითხი, რის გამოც მათ ბოიკოტი შეწყვიტეს და საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG