Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ გამოვიდა ევროპარლამენტის პარტია EPP-დან


ვიქტორ ორბანი
ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესმა“ ევროპარლამენტში დატოვა ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტია (EPP). ეს მოხდა მას შემდეგ, რაც EPP-მ თავის წესებში შეიტანა ცვლილებები, რომლებიც შესაძლებელს ხდის მთელი პოლიტიკური პარტიების და არა მხოლოდ ცალკეული დეპუტატების გარიცხვას.

სიახლეს მხარი დაუჭირა ევროპარლამენტართა 85%-მა. გარიცხვის მთავარ კანდიდატად „ფიდესი“ ითვლებოდა. მისმა ლიდერმა ახალ წესებს „არადემოკრატიული, უსამართლო და მიუღებელი“ უწოდა. უნგრეთის პრემიერის წერილზე პასუხად ევროპარლამენტის დეპუტატმა ნიდერლანდიდან, ესტერ დე ლანგემ განაცხადა, რომ „ფიდესის“ გასვლა მოსალოდნელი არ იყო, ორბანმა კი, მისი სიტყვებით, უგულებელყო EPP-ის ფუძემდებელი პრინციპები.

პარტიის გასვლა არ შეარყევს EPP-ის პოზიციებს. ის 12 უნგრელი დეპუტატის გარეშეც რჩება უდიდეს პარტიად ევროპარლამენტში.

ორბანი ქვეყანას ათი წლის წინ ჩაუდგა სათავეში. ის ევროპის კავშირთან არაერთხელ შესულა კონფლიქტში სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის საკითხებზე. 2018 წლის ივნისში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო ანტისაიმიგრაციო კანონების პაკეტი საერთო სახელწოდებით Stop Soros, რის გამოც 2019 წელს ევროკომისიამ ბუდაპეშტის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ევროპის სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG