Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნიმ მოსკოვიდან ეტაპირების შემდეგ პირველი შეტყობინება გამოგზავნა, ის ვლადიმირის მხარეშია იზოლატორში


ალექსეი ნავალნი. ფოტო გადაღებულია მოსკოვში 2021 წ. 20 თებერვალს.
ალექსეი ნავალნი. ფოტო გადაღებულია მოსკოვში 2021 წ. 20 თებერვალს.

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვიდან ეტაპირების შემდეგ გამოგზავნა პირველი შეტყობინება, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა პოლიტიკოსის გვერდზე ინსტაგრამში.

შეტყობინების თანახმად, იგი იმყოფება საგამოძიებო იზოლატორში ვლადიმირის მხარეში და, როგორც ნავალნის შტაბი იტყოინება, იქ დარჩება მინიმუმ მანამდე, სანამ შეიტანენ აპელაციას დიდი სამამულო ომის ვეტერანის, იგნატ არტემენკოს მიმართ ცილისწამების საქმეზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 850 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრა.

ნავალნი საგამოძიებო იზოლატორიდან იტყობინება, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჯერჯერობით არ იღებს წერილებს და გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა იცის.

გარდა ამისა, ოპოზიციონერს ჯერჯერობით არ შეუძლია საკვების შეკვეთა ციხის ჯიხურიდან. მისი თქმით, მასთან ერთად საკანში იმყოფებიან ქურდობისა და თაღლითობისთვის გასამართლებულები.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ნავალნი ჩაიყვანეს ქალაქ პოკროვის შრომა-გასწორებით კოლონიაში, ვლადიმირის მხარეში. მაგრამ ეს ცნობა ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ. უფლებადამცველთა თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაცრი და „რეჟიმული“ დაწესებულებაა რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურ სისტემაში.

XS
SM
MD
LG