Accessibility links

site logo site logo

საქართველოში 3 შეზღუდვა მოიხსნა


დღეიდან, 8 მარტიდან საქართველოში მოიხსნა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული კიდევ სამი შეზღუდვა.

  • გაიხსნა სამთო კურორტების საბაგირო გზები;
  • გაიხსნა რესტორნების და კაფეების შიდა სივრცეები;
  • არასასურსათო მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ.

2020 წლის ნოემბრის ბოლოდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი 25 თებერვალს დაიწყო, როცა მუშაობა განაახლეს ჯერ სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებმა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა, 1 მარტიდან კი მუნიციპალურმა და კერძო საბავშვო ბაღებმა, მუზეუმებმა, ბიბლიოთეკებმა და ბათუმის რესტორნების და კაფეების შიდა სივრცეებმა, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს კი, კლინიკური და ლაბორატორიული მუშაობის და გამოცდების არადისტანციურად ჩატარების უფლება მიეცა და აღდგა არადისტანციური კონფერენციები და ტრენინგები.

შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ისევ აკრძალულია ქვეითად და ავტოტრანსპორტით გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე.

საქართველოს მთავრობასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას უკავშირებს. ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო რამდენიმე კვირაა კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 2%-მდეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG