Accessibility links

site logo site logo

ევროპარლამენტში დღეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დებატები გაიმართება


დღეს 9 მარტს, ევროპარლამენტის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დებატები გაიმართება. დებატების საკითხი საგაზაფხულო სესიის დღის წესრიგში ევროპელი დეპუტატების ინიციატივით შევიდა. საქართველოს შესახებ მომხსენებელი ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი იქნება.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიას ესწრება საქართველოს საპარლამენტო დელაგაციაც. დელეგაციას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობს. „ჩვენ გვექნება ძალიან ღია და გახსნილი მსჯელობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა მათი დახმარებით შევძლოთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა“, -უთხრა მაკა ბოჭორიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. დეპუტატ გიორგი ხელაშვილის თქმით კი დებატებამდე გამართულ შეხვედრებზე გამოჩნდა, რომ ევროპელი კანონმდებლები მხარს უჭერენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს და პროცესების პარლამენტში გადატანას.

ევროპარლამენტის პლენარული სესია 8 მარტს გაიხსნა. მუშაობას იგი 11 მარტს დაასრულებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG