Accessibility links

site logo site logo

ბერა ივანიშვილმა ინტერვიუში გამოიყენა ჰომოფობიური ლექსიკა


ბერა ივანიშვილი

„ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს ბერა ივანიშვილს ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ჰკითხეს, რას ნიშნავს „ტრი", „ტრი", რომელსაც „TV პირველის" მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში იყენებს, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას.

„2010-2011 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში ჩემს მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით და ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის. ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ „ტრი", „ტრის" არ ვიძახი, იქ ვიძახი ანტუნი! ასე ვეძახდით ერთმანეთს ფრანგულ სახელებს და „ტრი", „ტრი", საიდან გაჩნდა არ ვიცი", - თქვა მომღერალმა.

ტელეწამყვანმა დააზუსტა, რომ ამ სიტყვებზე ზოგს თოლიების ასოციაცია გაუჩნდა მისი ერთ-ერთი სიმღერიდან გამომდინარე, რაზეც ბერა ივანიშვილმა ჰომოფობიური ლექსიკის გამოყენებით უპასუხა: „მე, როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერებში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ, როდესაც ვერ იპოვეს ქათმების ხმა, შემდეგ თოლიების ხმასაც დასჯერდნენ".

მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ დღეს, ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG