ჩეჩნეთის რეგიონის სახელმწიფო არხმა „გროზნომ“ უჩვენა რეპორტაჟი ჩეჩნეთში მცხოვრებ ქალებზე, რომლებიც ჯადოქრობის რიტუალების ჩატარების გამო დააკავეს.
„დაკავებულ თაღლითთა შორის იყო საზოგადოებათმცოდნეობისა და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც მჩხიბაობით ღებულობდა შემოსავალს“, - ნათქვამია სახელმწიფო არხის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ტელეკამერის თანხლებით დაკავებულებთან „პროფილაქტიური საუბარს“ ატარებდა ისლამური მედიცინის კვლევის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ადამ ელჟურკაევი, რომელი აცხადებდა, რომ ჯადოქრობა „ისლამის თანახმად ცოდვად ითვლება“.
ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხით ჯადოქრობის „მხილებას“ რეგულარული ხასიათი აქვს.
2019 წელს ტელევიზიით აჩვენეს სიუჟეტი ორ ქალზე, რომლებიც ჯადოქრობას ეწეოდნენ. იმავე ელჟურკაევმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ „ეს ჯადოქრები ყოველგვარ ტერორიზმზე, ვაჰაბიზმსა და ნარკომანიაზე უარესია.“
ხოლო ჯადოქრები ტელეკამერის წინ ინანიებდნენ საკუთარი საქციელს და საკუთარ თავს კიცხავდნენ. „მე არასწორ გზაზე ვიყავი. მე ბინძური ქმნილება ვარ, შაითანზე უარესი“, - ამბობდნენ ისინი.
ჩეჩნეთის მცხოვრებლებს ხშირად აიძულებენ ბოდიშის მოხდას იმ კომენტარების, ვიდეო-რგოლებისა, თუ სხვა ქმედებებისთვის, რომლებიც არ მოსწონოს რესპუბლიკის მთავრობას და მის ავტოკრატ ხელმძღვანელ, რამზან კადიროვს.
დაწერეთ კომენტარი